ტრენინგი რეგიონული ჟურნალისტებისთვის მედიაწიგნიერების საკითხებზე

ტრენინგი რეგიონული ჟურნალისტებისთვის მედიაწიგნიერების საკითხებზე

23 მარ. 2021

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა - 27 მარტი

იხილეთ თანდართული ფაილი

"ფიფლ ინ ნიდ" (People in Need) აცხადებს კონკურსს რეგიონული მედია ორგანიზაციების შესარჩევად, მედიაწიგნიერების ტრენინგისთვის.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"People In Need" (PIN) არის ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად კრიზისულ რეგიონებში მთელ მსოფლიოში და ეწევა ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე დახმარებას განვითარების მიზნით. PIN საქართველოში 2005 წლიდან მუშაობს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ხელს უწყობს დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და სოფლის მეურნეობის განვითარებას.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

პროექტის ფარგლებში უნდა შეირჩნენ რეგიონული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედიაწიგნიერების უნარების და კომპეტენციების გაძლიერებაში.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები ჩაერთვებიან და მენტორობას გაუწევენ პროექტის ფარგლებში მონაწილე, რეგიონულ ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც მედია წარმომადგენლებთან ერთად შექმნიან მედიაწიგნიერების თემაზე მცირე მედია პროექტებს.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 12 რეგიონალური მედიის წარმომადგენელი (ჟურნალისტი, ბლოგერი) შემდეგი რეგიონებიდან: იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი. უპირატესობა მიენიჭებათ სამოქალაქო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილების მქონე მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

შესაძლებლობების გაძლიერების კომპონენტი:

შერჩეულ სამიზნე ორგანიზაციებს ჩაუტარდებათ ტრენინგები მედიაწიგნიერებაზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე:

  • ციფრული წიგნიერება და სოციალური მედიის მოხმარება საქართველოში
  • მონაცემთა ვერიფიკაცია და პროპაგანდა
  • ფაქტჩეკინგის თანამედროვე მედიაში და მედია რუბრიკებში
  • საჯარო სექტორის გაციფროვნების დღევანდელი სერვისები და ტენდენციები.

რეგიონალური მედია წარმომადგენლების და ახალგაზრდული ჯგუფების საერთო პროექტები:

აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად შერჩეულ მონაწილეებს ტრენინგების დასრულების შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ და მენტორობა გაუწიონ რეგიონულ ახალგაზრდა ლიდერების მედიაწიგნიერების მცირე მედია პროექტების განხორციელებაში.

შერჩეული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ რეგიონულ ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ ინოვაციური და ინკლუზიური მედია პროექტები, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე, საზოგადოებაში, მედიაწიგნიერების შესახებ თემების განხილვას და ცოდნის დონის ამაღლებას მასობრივი კომუნიკაციის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმერეთში, სამეგრელოში, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მოქმედ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთაც გააჩნიათ ინტერესი მედიაწიგნიერების თემების ირგვლივ და მზად არიან რეგიონულ ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად შექმნან და განახორციელონ მედია პროექტები. რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება შერჩევის დამატებით კრიტერიუმად.

სასურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • წარმოადგენდეს რეგისტრირებულ და აქტიურ მედია ორგანიზაციას რეგიონში.
  • გააჩნდეს საკმარისი ფიზიკური და ადამიანური რესურსი პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რათა მოგვიანებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას.
  • მედია ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს გრანტის მართვის სათანადო გამოცდილება და შესაძლებლობა (ანგარიშგება, ფინანსური მართვა და ა.შ.);
  • იმისათვის რომ ხელი შეუწყო მედიაწიგნიერების უნარების შემდგომ გაძლიერებას რეგიონებში მედია ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მოტივაცია და ორგანიზაციული მზადყოფნა, პროექტის დასრულების შემდეგ აქტიურად გამოიყენოს პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალები, მათ შორის მეთოდოლოგიური მოდული და სასწავლო მასალები.

კონკურსის ეტაპები:

ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს:

  • პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინონ ტრენინგზე მონაწილეობის მიმღები თანამშრომლის/ების CV და სამოტივაციო წერილი ხელმძღვანელი პირის თანხმობის წერილთან ერთად, რომელიც იქნება მედია ორგანიზაციის ტიტულოვან ქაღალდზე ხელმძღვანელი პირის მიერ დამოწმებული ხელმოწერით.
აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: georgia.admin@peopleinneed.cz (წერილის სათაურში "Training on MiL" მითითებით)
  • მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება მხოლოდ იმ განმცხადებლებთან, რომლებიც შეირჩევიან კონკურსის პირველ ეტაპზე.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 27 მარტი. არასრულად შედგენილი ან ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
განაცხადის ფორმა ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვებ-გვერდიდან: www.pin.ge


აღნიშნული აქტივობა ხორციელდება პროექტების „დემოკრატიის მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ და "დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია USAID-ისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Transition პროგრამა) მიერ და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში, ისევე როგორც ხანდაზმულებსა და ეთნიკურ უმცირესობებში მედია წიგნიერების ამაღლებას. განმახორციელებელი ორგანიზაცია People in Need (PIN).
ავტორი: PIN, Communication Officer