თანამედროვე ეკო-მეგობრული ტექნოლოგიები ფშავ-ხევსურეთისთვის

თანამედროვე ეკო-მეგობრული ტექნოლოგიები ფშავ-ხევსურეთისთვის

29 დეკ. 2020

მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური განვითარება, ტურისტული სერვისების თუ სხვა მომსახურებების გამრავალფეროვნება, იწვევს მეტ მოთხოვნას წყლის რესურსზე და შესაბამისად იზრდება გარემოს დაბინძურების მასშტაბები ჩამდინარე წყლებით. ისეთ დასახლებებში, სადაც ცენტრალური სისტემები არ არსებობს, ჩამდინარე წყლების გაწმენდა ინდივიდუალური გამწმენდი სისტემებითაც შესაძლებელია.


სლოვაკეთის საელჩოს დახმარებით, „ფიფლ ინ ნიდ“-მა პირაქეთა ხევსურეთის, ფშავის და გუდამაყრის 15 ტურისტულ ობიექტს საჩუქრად გადასცა ეკო-მეგობრული წყლის გამწმენდი დანადგარები, რაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და წყლის რესურსების უსაფრთხოებას მოსახლეობაში.

იმედი გავქვს რომ მომავალშიც ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ბევრი სხვა ობიექტიც დაინტერესდება ამ ტექნოლოგიებით და ერთად ჩვენ დავიცავთ და შევინარჩუნებთ ჩვენს გარემოს.

ავტორი: რამაზ ჭიჭინაძე, კომუნიკაციის ოფიცერი