სესხის გზამკვლევი

სესხის გზამკვლევი

29 აპრ. 2021

მოხარული ვართ გაგიზიაროთ ინფორმაცია სესხის გზამკვლევის გამოცემის შესახებ, რომელიც შემუშავდა GeoWel Research-ის მიერ, „ფიფლ ინ ნიდ“-თან მჭიდრო თანამშრომლობით.

ეს არის მომხმარებელთათვის მარტივად აღსაქმელი ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს (LAG) საბანკო დავალიანების მქონე ან სესხის აღებით დაინტერესებული პირებისთვის საჭირო მიუკერძოებელი კონსულტაციების გაწევაში.

სახელმძღვანელო მარტივ ენაზე აუხსნის დაინტერესებულ პირებს, თუ რა იქნება ამა თუ იმ ტიპის სესხის რეალური ღირებულება, რას უნდა მიაქციონ ყურადღება სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას და რაც მთავარია, როგორ მიიღონ მხარდაჭერა, თუკი აღმოჩნდებიან სირთულეების წინაშე და ვერ შეძლებენ დავალიანების დაფარვას.

სახელმძღვანელო შემუშავებულია სავალო კრიზისის წინააღმდეგ მიმართული პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ GeoWel Research-თან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

სესხის გზამკვლევის ჩამოტვირთვა

ავტორი: ფიფლ ინ ნიდ, კომუნიკაციის ოფიცერი