© Foto: რამაზ ჭიჭინაძე

PIN-ის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას , სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

და სხვა დაინტერესებული მხარეები კონსტრუქციულად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივ თემში არსებული მწვავე საკითხების მოგვარების პროცესში. ამ მიზნით, PIN-ი იყენებს თანამონაწილეობრივი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს. კერძოდ, ორგანიზაცია

ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების შესაძლებლობების ამაღლებას. PIN-ი გასცემს გრანტებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მუნიციპალიტეტებსა და აქტიურ მოქალაქეებზე, კერძოდ კი, ახალგაზრდებზე და ამგვარად, ხელს უწყობს მათ მიერ საზოგადოებრივი საკითხების ერთობლივი გადაჭრის მცდელობებს; ამავდროულად, PIN-ის მიზანია წაახალისოს ადგილობრივი პროცესების დაფინანსება თავად ამ ერთეულების მიერ.

სრული ტექსტი ნაკლები ტექსტი

Ongoing ActivitiesანPast Activities

 მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი  საზოგადოებისთვის საქართველოში

მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში

პროექტის მიზანი: მედია აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, მედია წიგნიერების, ადგილობრივი მედიის, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობისა და დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პროექტის არეალი და სამიზე ჯგუფები: პროექტის არეალი ფარავს ქვემო-ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს. ადგილობრივი სამიზნე ჯგუფი მოიცავს ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, დამოუკიდებელ მედია-ორგანიზაციებს.

პროექტის ბენეფიციარები: სამიზნე რეგიონებში ახალგაზრდებთან მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ადგილობრივი მედია, სკოლის პედაგოგები და ახალგაზრდები.

პროექტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები:
  • დამოუკიდებელი მედია აქტორების ინფორმირებულობის გაზრდა საგამოძიებო ჟურნალისტური ინსტრუმენტების, კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების გაშუქების თაობაზე;
  • ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლება OWIS-ის მეთოდოლოგიაზე და მათი შესაძლებლობების გაძლიერება დოკუმენტური ფილმებით მედია წიგნიერების შესახებ;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მედია წიგნიერების ვორკშოპების ორგანიზება და ახალგაზრდების ინფორმირება დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან, ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და საშუალებებზე;
  • სამიზნე რეგიონებში პედაგოგების და განათლების სისტემაში მომუშავე აქტორების შესაძლებლობების გაძლიერება მედია წიგნიერების მიმართულებით;
  • ინკლუზიური და მრავალფეროვანი მედია პროდუქტის შექმნა არადომინანტურ ენებზე;
  • ახალგაზრდა ლიდერების და ახალგაზრდული ჯგუფების მიერ თემის საჭიროებებზე დაფუძნებული მედია წიგნიერების ინიციატივების განხორციელება;
  • მედიაწიგნიერების ფესტივალის ჩატარება
მედეგი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის პასუხი უკრაინის ომს

მედეგი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის პასუხი უკრაინის ომს

კონსორციუმი რომელშიც შედის „ფიფლ ინ ნიდ“ - ი (PIN), პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი (PCSC) და ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი (NHC) მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP +) რეგიონში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მედეგობის შექმნას უნარებითა და ფინანსური რესურსებით, რათა მოხდეს ეფექტური რეაგირება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე. უკრაინის ომი შეეხო როგორც უკრაინაში მცხოვრებ აქტორებს, ასევე აქტორებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP+), როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი, ასევე აქტორებს რუსეთიდან და ბელორუსიდან. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ადექვატური მხარდაჭერით, შიდა რესურსების გაძლიერებით, დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებით და მედეგობის შექმნით, პროექტი უზრუნველყოფს ფორმალური და არაფორმალური სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრის მესამე მხარეების (FSTP) ფინანსურ მხარდაჭერას. ეს აქტორები არიან: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები და მედიის აქტორები. პროექტის აქტივობები ასევე მიმართულია პროეტის მონაწილეთა შესაძლებლობების განვითარებაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერაზე.
შრომის უფლებების ადვოკატირება საქართველოში

შრომის უფლებების ადვოკატირება საქართველოში

დონორი: „ფიფლ ინ ნიდ“ - ის ინოვაციების ფონდი

პროექტის ძირითადი მიზანი: საქართველოს ახალ შრომის კოდექსში შესული ძირითადი ცვლილებებისა და მისი განხორციელების სტრატეგიების შესწავლა; შრომით პოლიტიკასა და პრაქტიკაში ძირითადი ხარვეზების გამოვლენა.

პროექტის განხორციელების არეალი: თბილისი და რეგიონები  

პროექტის ძირითადი აქტივობები:
  • საქართველოში დასაქმებულთა შესახებ კვლევის ჩატარება, რაშიც იგულისხმება დოკუმენტების მიმოხილვა და ჩაღრმავებული ინტერვიუები ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
  • დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით ბუკლეტის მომზადება და გავრცელება.
  • ვებ გვერდის შექმნა დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით.

2021 წლის იანვრიდან,  ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს პროექტს შრომის უფლებებთან დაკავშირებით. პროექტი დაფინანსებულია „ფიფლ ინ ნიდ“-ის ინოვაციების ფონდის მიერ. პროექტი ექვს თვიანია და დასრულდება 2021 წლის ივლისის ბოლოს.

პროექტის ძირითადი ამოცანაა, საქართველოს ახალ შრომის კოდექსში შესული ძირითადი ცვლილებებისა და მისი განხორციელების სტრატეგიების შესწავლა; შრომით პოლიტიკასა და პრაქტიკაში ძირითადი ხარვეზების გამოვლენა.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
საქართველოში დასაქმებულთა შესახებ კვლევის ჩატარება, რაშიც იგულისხმება, დოკუმენტების მიმოხილვა და ჩაღრმავებული ინტერვიუები ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით ბუკლეტის მომზადება და გავრცელება და ვებ გვერდის შექმნა დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით.

შრომის უფლებებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, პროექტი ხელს შეუწყობს შრომის უფლებების ადვოკატირებასა და ცნობიერების ამაღლებას საქართველოში.
საბანკო ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხეთის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით

საბანკო ვალების კრიზისის დაძლევა საქართველოში ჩეხეთის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით

დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით
პარტნიორი: GeoWel
საერთო ამოცანა: საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება საკრედიტო გარემოს ეფექტური მართვის გზით
კონკრეტული ამოცანა: ჩეხეთის გამოცდილების გაზიარებით, მომხმარებელზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დანერგვა საქართველოში.

პროექტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები:
  • პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს საკითხის კვლევას, ცენტრალურ დონეზე ადვოკატირებასა და კომუნიკაციას, რაც ხელს შეუწყობს დისკუსიის წარმართვას საბანკო ვალების, მათ მიერ გამოწვეული ზიანისა და გადაწყვეტის შესაძლო გზების შესახებ. პროცესი ასევე ითვალისწინებს პოლიტიკის კვლევას, მასმედიისა და სოციალური მედიის ჩართულობას.
  • პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს დაკრედიტების სახელმძღვანელოსა და სასწავლო პლატფორმის შექმნას,  რაც საშუალებას მისცემს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს პირდაპირი დახმარება გაუწიონ მოწყვლად ჯგუფებს საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დაცვის საკითხში. 
ერთობლივი ძალისხმევითა და ჩეხური გამოცდილების გაზიარებით,  პროექტით გათვალისწინებული ეს ორი კომპონენტი ხელს შეუწყობს  საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

COVID-19 ეპიდემიის შედეგად, მთელი მსოფლიო, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყ- ნები, უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. იმ ფონზე, როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემები და მაკროეკონომიკური კრიზისი საყოველთაო ყურადღების ცენტრში რჩება, არსებობს საფრთხე, რომ მივიწყებულ იქნას პანდემიის ნეგატიური გავლენა მარგინალიზებულ თემებზე.

ევროკავშირის COVID-19 სოლიდარობის პროგრამა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ ამ რთულ პერიოდში საქმიანობის გაგრძელება და საკუთარი თემების მხარდაჭერა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN), ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტთან (NHC) და AFEW International (AFEW) თანა- მშრომლობით, განახორციელებს რიგ აქტივობებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. პროექტის მიზანია COVID-19-ის პირ- დაპირი ზემოქმედების შერბილება და მოწყვლადი ჯგუფების გრძელვადიანი სოციალურ-ეკონო- მიკური მდგრადობის ხელშეწყობა.

რეგიონის მასშტაბით, PIN დახმარებას გაუწევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ორიენტირებული არიან სოციალურ მომსახურებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომის გაზრდაზე, მაკონტროლებელი პროგრამების განხორციელებასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკურ საქმიანობაზე. საქართველოში, ჩვენი სამიზნე ჯგუფი მოიცავს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მოხუცებს, ქალებს, ახალგაზრდებსა და უმცირესობათა წარმომადგენლებს. პრო- ექტის პარტნიორები NHC და AFEW სპეციალიზირებული არიან დახურულ დაწესებულებებში ადამია- ნის უფლებების დაცვასა და COVID-19–ის შედეგად მომეტებული რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მხარდაჭერაში.

პირველი ეტაპი მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას, რათა მათ შეძლონ თავიანთი ღირებული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ ასევე ხელს შევუწყობთ ადვოკატირების მიმართულებით სსო-ების როლის გაძლიერებას, რათა პოსტ-პანდემიურ აღდგენისა და განვითარების პროცესში, მკაფიოდ ისმოდეს მარგინალიზებული ჯგუფების ხმა.
 საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება  დემოკრატიის ხელშეწყობით

საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით

ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და სამეგრელო.

დონორი: პროექტის  ხორციელდება USAID-ის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის (დონორთა პროგრამა) the U.S. State Department's Emerging Donor Challenge Program პროგრამის ფარგლებში.

პარტნიორი: USAID და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ითანამშრომლებს ჩეხური ორგანიზაციების კონსორციუმთან, რომელსაც უხელმძღვანელებს „People in Need (ფიფლ ინ ნიდ)“ (PIN) მათ შორის, European Value Center (ეუროპეან ველიუ სენტერ) (EVC) და Transitions Online  (ტრანზიშენ ონლაინ) (TOL).

პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებას გარე მავნე ზეგავლენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ.  საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამით, დაეხმარება  ქვეყანაში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტის ძირითადი აქტივობები:
  1. დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება - ტრენინგების საშუალებით მედიის წარმომადგენლები შეიძენენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ავთენტური ინფორმაციის შექმნის შესაძლებლობას მისცემთ;
  2. მედია მონიტორინგით დაკავებული ორგანიზაციების მხარდაჭერა - რათა მოხდეს გამოაშკარავება და მონიტორინგი დეზინფორმაციისა და საგარეო მავნე გავლენის მცდელობებისა;
  3. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობა - რათა მოხდეს მედიაწიგნიერების ამაღლება ყველა ასაკის მოქალაქეებს შორის; 
  4. ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება, რომლებიც ხელს შეუწყობენ თავიანთ თანატოლებს შორის მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით

დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით

პარტნიორი: თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი

საბოლოო მიზანი: ქართველ ახალგაზრდებში გაიზარდოს მედია წიგნიერბის უნარები და კრიტიკული აზროვნება, რათა მათ შეძლონ აქტიურად შეუწყონ ხელი საკუთარ თემში დემოკრატიულ პროცესებს.
კონკრეტული მიზანი: ახალგაზრდული დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში. ახალგაზრდებში მედია წიგნიერების სწავლების ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის არეალი და სამინზე ჯგუფები: პროექტი ხორციელდება იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში. ადგილობრივი სამიზნე ჯგუფი მოიცავს ოთხ ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციას და ორ მუნიციპალურ ახალგაზრდულ ცენტრს.
პროექტის ბენეფიციარები: სამიზნე რეგიონებში ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციები, მუნიციპალური ახალგაზრდული ცენტრები, რეგიონში მომუშავე მედია საშუალებები, სამოქალაქო განათ ლების პედაგოგები, ადგილობრივი ახალგაზრდები და საზოგადოება.

პროექტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები:
• მედია წიგნიერების შესახებ მეთოდოლოგიური სახლმძღვანელოს შექმნა ხუთი ფილმით,სპეციფიკური ფოკუსით მედია წიგნიერებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საქართველოში.
• საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამიზნე რეგიონალური რესურს ცენტრების, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის და მასაწვლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენელთა ჩართულობის
უზრუნველყოფა სასწავლო სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში.
• ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალური ახალგაზრდული ცენტრების- წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ინფორმირებულობა მედია წიგნიერების შესახებ დოკუმენტური ფილმებით.
• სამიზნე რეგიონებში ადგილობრივი მედია საშუალების წარმომადგენელბის
ინფორმირებულობის ამაღლება მედია წიგნიერების მიმართულებით.
• ახალგაზრული ჯგუფების და ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენელების ერთობლივი ინიციატივების განხორციელება მედია წიგნიერების მხარდასაჭერერად.

სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში

სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში

პროექტი ემყარება სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, PIN-ის გამოცდილებას, სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერის მიმართულებით;  ჩვენი კოლეგების, პარტნიორებისა და მკვლევარების მოსაზრებებს და ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად გაკეთებულ დასკვნებს - თუ რამ გაამართლა, რა აღმოჩნდა ნაკლებად ეფექტური და როგორ შეიძლება მდგომარეობის შეცვლა. აღნიშნულის შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ ყურადღება გაგვემახვილებინა ახლადშექმნილ, განვითარებად სამოქალაქო ჯგუფებზე, სათემო ინიციატივებზე, სოციალურ და კულტურულ მოძრაობებზე, რომლებსაც აქვთ პოტენციალი ცვლილებების მამოძრავებელი ძალის როლი შეასრულონ, თავიანთ თემებში. 

თავად ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ ჰუმანიტარული სათემო საქმიანობა 1992 წელს დაიწყო, ომის კორესპონდენტთა მცირე ჯგუფის მიერ, რომელთაც აღარ აკმაყოფილებდათ არსებული კრიზისებისა და კონფლიქტების გაშუქება და  სიტუაციის შეცვლა სურდათ.  ჩვენი თანადამფუძნებელი და ამჟამინდელი დირექტორი შიმონ პანეკი ხავერდოვანი რევოლუციის დროს აქტივისტი სტუდენტი იყო. სწორედ იმ პერიოდში აღმოცენებული შემოქმედებითი ენერგია, სამოქალაქო მობილიზაცია და სოციალური პასუხისმგებლობა იქცა მამოძრავებელ ძალად იმისა, თუ ვინ ვართ დღეს.

შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესოა თანამოაზრე სამოქალაქო აქტორები, რომლებიც ემსახურებიან მოსახლეობის საჭიროებების წარმოჩენას, ცდილობენ რეალური სისტემური ცვლილებების განხორციელებას და წინა პლანზე იმ მნიშვნელოვანი, ახალი საკითხების წამოწევას, რომლებიც საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილი, ან განხილვადია. ჩვენ პატივს ვცემთ აღნიშნული ჯგუფების მრავალფეროვნებას და არ მოვითხოვთ მათგან ჩვენს მსგავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციად ჩამოყალიბების სტანდარტული გზის გავლას.  მეორეს მხრივ, ჩვენ გვწამს,რომ შეგვიძლია ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლოთ და შევიძინოთ.

ახალი პროექტის განხორციელების პირველ თვეებში, ჩვენი სურვილია შევხვდეთ და გავიცნოთ ერთმანეთი. ინიციატივა თემატურად და გეოგრაფიულად ღიაა - გვსურს დავუკავშირდეთ ჯგუფებს მთელი რეგიონის მასშტაბით და განვიხილოთ ინიციატივები მრავალფეროვანი სექტორებიდან, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება და გარემო, საზოგადოებრივი სივრცეები, საზოგადოების მონაწილეობა ადგილობრივ გადაწყვეტილებებსა და ბიუჯეტირებაში, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საჯარო მომსახურების ხარისხი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა უფლებები, სამუშაო პირობები, მარგინალიზებული ჯგუფები და ა.შ.

ჩვენი მიზანია ერთობლივი ძალისხმევით განვსაზღვროთ, თუ რა არის საჭირო მათი გავლენის გასაძლიერებლად, წარმომადგენლობისა და თემების წინაშე პასუხისმგებლობის გასაზრდელად, ცვლილებებისთვის რესურსების (ფულადი სახსრები, ადამიანები, უნარები და მონაცემები) მეტად ეფექტური მობილიზების უზრუნველსაყოფად.

შერჩევის გამჭვირვალე პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვიმუშავებთ მონაწილეთა მცირე და მრავალფეროვან ჯგუფთან. შევადგენთ ამბიციურ, მაგრამ ამავდროულად რეალისტურ გეგმებს - თუ ვინ უნდათ გახდნენ და  რის მიღწევა სურთ მომდევნო წელს;  შევთავაზებთ დაფინანსებას სტრატეგიული გეგმების და კონკრეტული ინიციატივების საფუძველზე, ხელს შევუწყობთ სწავლებას პრაქტიკული საქმიანობით, თემატური კვლევებით, კამპანიებით, გაცვლითი ინიციატივებით და კავშირების ფორმირებით. მომდევნო წელსაც  გავაკეთებთ იგივეს, თუმცა  უკეთესად.

სპეციფიკური სასწავლო სფეროები, რომლებსაც, ჩვენი აზრით, შესაძლოა შევეხოთ ამ პროცესში, შემდეგია: ალტერნატიული დაფინანსება; მოხალისეთა მობილიზება; ერთად მომუშავე მრავალფეროვანი ჯგუფების ყოველდღიური გამოწვევები;  ჩართულობა და შიდა დავების მოგვარება; გეგმების შედგენა და მათი განხორციელება; სწავლების წამახალისებელი კულტურის დანერგვა; შიდა ანგარიშვალდებულება და ფართო საზოგადოების ნდობის აღდგენა; კრეატიულობის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიის გამოყენება ცვლილებებისთვის; კავშირების დამყარება; სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას პოზიციის სწორად შერჩევა; ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა პირები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყონ, ან შეაფერხონ თქვენი ძალისხმევა და მრავალი სხვა.
რეინტეგრაციის მხარდაჭერა ბიზნესის, დასაქმების და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობით.

რეინტეგრაციის მხარდაჭერა ბიზნესის, დასაქმების და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობით.

ტექნიკური და ფინანსური დახმარება საფრანგეთიდან დაბრუნებული მიგრანტებისათვის  ბიზნესის დაწყებაში, დასაქმებაში, პროფესიის დაუფლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა შეძლონ შემოსავლის მიღება და დამკვიდრება საქართველოში.

პროექტის სამიზნე ჯგუფი:
საფრანგეთიდან დაბრუნებული მიგრანტები.

პროექტის მოსალოდნელი შედეგი: 
საფრანგეთიდან, კანონიერად დაბრუნებულ მიგრანტებს აქვთ ხელშეწყობა საქართველოში მუდმივად დასამკვიდრებლად, მათი შესაძლებლობების და საჭიროებების შესაბამისად შემოსავლის მიღების მიზნით, ბიზნესის წამოწყებით, პროფესიული და/ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი  შესაძლებლობების უზრუნველყოფით.

 
ადამიანის უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით

ადამიანის უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით

დონორი: ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განხორციელების პერიოდი: 03/2018 - 12/2019 განმახორციელებელი ორგანიზაცია: PEOPLE IN NEED პარტნიორი: საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემია   საბოლოო მიზანი: ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა.   კონკრეტული მიზანი: ▪ მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთ ვრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა.

კონკრეტული მიზანი: ▪ მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობის გაძლიერება, რათა მათ პრაქტიკაში გამოიყენონ დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგია. ▪ ახალგაზრდები გახდებიან მთავარი მოქმედი პირები თავიანთ თემებში ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის.

პროექტის არეალი და სამიზნე ჯგუფები: პროექტი ხორციელდება გორის და სენაკის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი სამიზნე ჯგუფი მოიცავს ექვს ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას და ორ მუნიციპალურ ახალგაზრდულ ცენტრს. პროექტის ბენეფიციარები: სამიზნე მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციები, მუნიციპალური ახალგაზრდული ცენტრები, ადგილობრივი ახალგაზრდები და საზოგადოება.

 

პროექტით გათვალისწინებული ძირითადი აქტივობები:

 

* ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალური ახალგაზრდული სახლების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებებისა და დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიაში.

* დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შექმნა 5 ფილმით, სპეციფიური ფოკუსით საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

*საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენერთა შესაძლებლობების გაზრდა დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიაში.

* ახალგაზრდებისთვის ადამიანის უფლებებზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებების და დისკუსიების ორგანიზება.

* ახალგაზრდების მხარდაჭერა თავიანთ თემებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში.

* ადამიანის უფლებების ფორუმის ჩატარება არასამთავრობო და სამთავრობო სექტორში დოკუმენტური ფილმებით სწავლების მეთოდოლოგიის პოპულარიზების და სექტორთა შორის ადამიანის უფლებების დაცვისა და განხორციელების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ხელშესაწყობად.

 

რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის (ARSD)

რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის (ARSD)

რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის (ARSD) 2 წლიანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ფიფლ ინ ნიდ (PIN) და დემოკარტიის ინსტიტუტთან (IOD) თანამშრომლობით.   პროექტის მიზანია რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარები მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიზნით, ხელი შეუწყოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში;

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:  შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ჩართულნი არიან მრავალმხრივ დიალოგში და გაძლიერებულია კომუნიკაციის მექანიზმები, რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პროცესი მეტად ეფექტური, ინკლუზიური და მონაწილეობითია, რეგიონული/ტერიტორიული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით გაუმჯობესებულია სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობები და შემუშავებულია გამოყენებითი კვლევები.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად

პროექტის ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA), ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებზე (SME) სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვის პარალელურად, პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) შესაძლებლობების გაძლიერებას. DCFTA -ს ფარგლებში, ქართული კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილია (კვლევების მიხედვით, მხოლოდ 6%) დაკავებული სავაჭრო ურთიერთობით ევროკავშირთან. მაშინ როცა რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესები, განსაკუთრებით კი, მეწარმეები სოფლად, განიცდიან შეზღუდულ წვდომას ექსპერტიზაზე, ფინანსებზე და აწყდებიან სირთულეებს ახალ ბაზრებზე შესვლის პროცესში, ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან DCFTA-ს ფარგლებში განსაზღვრული რეგულაციები. ამ მხრივ, ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ შეასრულონ სოფლად დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეფექტური ვექტორების როლი.   
სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში

სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში

პროექტის "სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში" ძირითადი მიზანია, რომ გაძლიერდეს კავშირები საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის და ერთობლივი სათათბირო ორგანოს - სოციალური ჩართულობის საკითხზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს დაფუძნებით, მოხდეს სოციალური აქტივობების ჰარმონიზაცია.     

ამრჩეველთა საბჭოს ერთობლივი მოქმედება განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს ადგილობრივი სოციალური დაცვის საქმეში. შესაძლებლობების გაძლიერება, მონიტორინგი და ერთობლივი აქტივობები სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეხმარება, რომ გახდნენ უფრო ძლიერი პარტნიორები სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, მონაწილეობა მიიღონ პრიორიტეტების დასახვაში და გაზარდონ სოციალური ჩართულობის პროგრამების ეფექტურობა როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე.

შშმ ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა

შშმ ახალგაზრდების სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა

პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერა. პროექტი თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტთან დააკმაყოფილოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვის საერთაშორისო სტანდარტი.   

პროექტის მიზანია მიაღწიოს პოზიტიურ ცვლილებებს ეროვნულ დონეზე. პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი აქტივობა ერთი უმთავრესი აქტივობა იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროექტი იზრუნებს შეზღუდული უნარის მქონე ახალგაზრდების უნარების განვითარებაზე რაც მათ მისცემს შესაძლებლობას დასაქმდნენ.