სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესარჩევი კონკურსის შედეგები

გამოქვეყნებული 17 აგვ. 2020 წასაკითხი დრო 3 წუთი
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესარჩევი კონკურსის შედეგები
© Foto: Ramaz Chichinadze

ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდავეთში“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგებს აქვეყნებს.

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდავეთში“ 2020 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია სამოქალაო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა მათ უკეთ შეძლონ  პოლიტიკის დიალოგსა და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვა.

კონკურსანტები შეფასდნენ შემდეგი კრიტერიუმებით:

  • პირველადი მოტივაცია - სისტემური ცვლილება (პოლიტიკის, დამოკიდებულებების ან ქცევის) ადგილობრივ ან ეროვნულ დონეზე.
  • მშვიდობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ღირებულებების ერთგულება.
  • თემატური მიმართულების და ადგილობრივი სოციალური კონტექსტის გაგება.
  • წინა სამოქალაქო, ან სათემო აქტივიზმის მაგალითები (შეიძლება იყოს არაფორმალური ან მცირე მასშტაბის - ჩვენ ვეძებთ ჯგუფებს, რომელთაც აქვთ პრაქტიკული, პროაქტიული დამოკიდებულება და საბაზისო გაგება იმ გამოწვევბის შესახებ რომელიც თან ახლავს ცვლილებებისათვის ერთად მუშაობას და არა პროექტის განხორციელების ჩანაწერი).
  • კონკრეტული ცვლილებებისა და შედეგების მიღწევის ინტერესი სხვების მობილიზაციით. ღიაობა ჩართული წევრების, პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების სპექტრის გაფართოებისთვის.
  • საკუთარი სისუსტეების შეფასების უნარი და შესაძლებლობების გაუმჯობესების მოტივაცია.
  • მზადყოფნა, მომდევნო 12 თვის მანძილზე, დროის და ენერგიის გამოყოფისათვის. მობილიზებისთვის, რომელიც საჭიროა საკუთარი ინიციატივის/ორგანიზაციის/კამპანიის განვითარებისათვის.

ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად 8 სამოქალაქო ინიციატივა/ორგანიზაცია იქნა შერჩეული.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის, შედეგად ჩვენ მივიღეთ 56 საპროექტო იდეა, საიდანაც პროექტების შესარჩევმა კომისიამ მხარი დაუჭირა 8 ყველაზე უფრო მეტად შესაბამის განაცხადს.

შერჩეული საინიციატივო ჯგუფები/ორგანიზაციები:

  • ზედექსისი (Z.axis) - თბილისი - მონაცემთა ვიზუალიზაცია, კვლევა სოციალურ მეცნიერებებში;
  • აიწონა-დაიწონა - თბილისი და რეგიონები - არაფორმალური განათლება ხელოვნების საშუალებით;
  • პანკისის სათემო ორგანიზაცია - პანკისი, კახეთი, - საზოგადოებრივი, მოქალაქეთა ჩართულობა, პრობლემების ადვოკატირება
  • ახალგაზრდა ფემინისტები- გორი, შიდა ქართლი - ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა; ახალგაზრდა გოგონების გაძლიერება; გენდერული თანასწორობის, ფემინისტური ღირებულებებისა და ქალთა უფლებების პოპულარიზაცია; გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა; ადგილობრივი ხელისუფლების სამუშაო გეგმაზე გავლენის მოხდენა, რათა მასში ასახული იყოს ქალთა/გოგონათა საჭიროებები;
  • პლატფორმა სალამ - მარნეული, ქვემო ქართლი - ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, თემის ორგანიზება და გაძლიერება;
  • წინ ახლი შესაძლებლობებისაკენ -კარტიკამი, სამცხე-ჯავახეთი - ადრეული ქორწინება, ქალთა გაძლიერება, ტოლერანტობა და მრავალფეროვნება.
  • შემოქმედი საზოგადოება - გურჯაანი, კახეთი - ახალგაზრდები, განათლება-კულტურა, სპორტი, ეკოლიგია, ქველმოქმედება და თემში არსებულ პრობლემების ადვოკატირება.
  • ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - მესტია, სამეგრელო- ზემო სვანეთი - თემის მობილიზაცია, თანამშრომლობა და შესაძლებლობების ზრდა, სოციალური მომსახურების დანერგვა მუნიციპალურ დონეზე.

შერჩეული ინიციატივები/ორგანიზაციები ცდილობენ სხვადასხვა ეროვნულ ან რეგიონილ დონეზე, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას, ან მათი საჭიროებების ადვოკატირებას. სოციალური მომსახურებების დანერგვისათვის პოლიტიკის ცვლილებებში მონაწილეობას, როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონალურ დონეზე, ახალგაზრდების, ან ზოგადად მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათ გაძლიერებას, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვას, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას და მონაცემთა ანალიზს და ვიზუალიზაციის საფუძველზე სოციალური საკითხების განხილვას.

„ფიფლ ინ ნიდ“-ი მადლობას უხდის აპლიკანტებს ინტერესისა და მონაწილეობისათვის! წარმატებას უსურვებს თითოეულ მათგანს და იმედს იტოვებს რომ ყველა საკონკურსო იდეა სხვადასხვა დროსა და ფორმატში განხორციელდება თავად აპლიკანტების, ან მათი იდეების მხარდამჭერების მიერ. PIN-ს კი სამომავლოდ, თანამშრომლობის შესაძლებლობა ექნება! 
Autor: Ramaz Chichinadze, Communication Officer

მსგავსი სტატიები