საგრანტო კონკურსი

გამოქვეყნებული 21 ივლ. 2020 წასაკითხი დრო 1 წუთი
CALL FOR APPLICATIONS FOR CIVIL SOCIETY ORGANISATIONS
© Foto: People in Need

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) აცხადებს კონკურსს, არასამთავრობო ორგანიზაციების შესარჩევად, რეგიონული პროექტის, „COVID-19-ის სოლიდარობის პროგრამა 2020-2022,“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით.

თუ თქვენ წარმოადგენთ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს

მუშაობთ:

  • სოციალური მომსახურების
  • უფლებათა დაცვის და
  • განათლების სფეროში

თქვენს სამიზნე აუდიტორიას კი წარმოადგენს:

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ეთნიკური/რელიგიური უმცირესობები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები, რომლებიც მიეკუთვნებიან სოფლად და რაიონული ცენტრიდან მოშორებულ მცხოვრებ, იძულებით ადგილნაცვალ და მოწყვლად ოჯახებს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული თქვენი ორგანიზაციის შესაძლებლობების განვითარებით და ამასთანავე გსურთ შეამციროთ COVID-19-ით გამოწვეული ზიანი შემდეგ რეგიონებში:

  • იმერეთი
  • კახეთი
  • მცხეთა-მთიანეთი
  • სამცხე-ჯავახეთი

მაშინ ეს თქვენი შესაძლებლობაა!

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით წარმოდგენილ დოკუმენტებში.

საპროექტო განაცხადის ფორმის და შესაბამისი დოკუმენტების ნაკრების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 03 აგვისტო, ელექტრონულ მისამართზე: geo.covid@peopleinneed.cz

გთხოვთ, სათაურის ზოლში მიუთითოთ: COVID-19 Solidarity Programme - Round 1

Autor: რამაზი ჭიჭინაძე, კომუნიკაციის ოფიცერი

მსგავსი სტატიები