პროექტი - შრომის უფლებების ადვოკატირება საქართველოში
გამოქვეყნებული 29 აპრ. 2021 წასაკითხი დრო 1 წუთიდონორი: „ფიფლ ინ ნიდ“ - ის ინოვაციების ფონდი
განმახორციელებელი ორგანიზაცია: - „ფიფლ ინ ნიდ“
განხორციელების პერიოდი: 01/20221-07/2021
პროექტის ძირითადი მიზანი: საქართველოს ახალ შრომის კოდექსში შესული ძირითადი ცვლილებებისა და მისი განხორციელების სტრატეგიების შესწავლა; შრომით პოლიტიკასა და პრაქტიკაში ძირითადი ხარვეზების გამოვლენა.
პროექტის განხორციელების არეალი: თბილისი და რეგიონები
პროექტის ძირითადი აქტივობები:
- საქართველოში დასაქმებულთა შესახებ კვლევის ჩატარება, რაშიც იგულისხმება დოკუმენტების მიმოხილვა და ჩაღრმავებული ინტერვიუები ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
- დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით ბუკლეტის მომზადება და გავრცელება.
- ვებ გვერდის შექმნა დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით.
2021 წლის იანვრიდან, ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს პროექტს შრომის უფლებებთან დაკავშირებით. პროექტი დაფინანსებულია „ფიფლ ინ ნიდ“-ის ინოვაციების ფონდის მიერ. პროექტი ექვს თვიანია და დასრულდება 2021 წლის ივლისის ბოლოს.
პროექტის ძირითადი ამოცანაა, საქართველოს ახალ შრომის კოდექსში შესული ძირითადი ცვლილებებისა და მისი განხორციელების სტრატეგიების შესწავლა; შრომით პოლიტიკასა და პრაქტიკაში ძირითადი ხარვეზების გამოვლენა.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
საქართველოში დასაქმებულთა შესახებ კვლევის ჩატარება, რაშიც იგულისხმება, დოკუმენტების მიმოხილვა და ჩაღრმავებული ინტერვიუები ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით ბუკლეტის მომზადება და გავრცელება და ვებ გვერდის შექმნა დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით.
შრომის უფლებებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, პროექტი ხელს შეუწყობს შრომის უფლებების ადვოკატირებასა და ცნობიერების ამაღლებას საქართველოში.