პროექტი წყალტუბოს განვითარების ჯგუფი

გამოქვეყნებული 17 მარ. 2020 წასაკითხი დრო 2 წუთი
Local Action Group (LAG) Tskaltubo Logo
© Foto: Ramaz Chichinadze

დებარეობა: წყალტუბო

როდის: 2019-დან 2022-მდე

დონორები: ჩეხეთის განვითარების სააგენტო, ენპარდი

პროექტის მიზანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში LEADER მიდგომის დანერგვა და შედეგად, განვითარების უკვე არსებული ადგილობრივი პოტენციალის ათვისება, ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მექანიზმების გაძლიერება, რაიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, მიზნობრივი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

პროექტის აგრეთვე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის ინტეგრირებულ, მდგრად და მონაწილეობით განვითარებას LEADER მიდგომის დანერგვის გზით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობის დასაქმებას, ეკონომიკის განვითარებას, თემის გაძლიერებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.


LEADER მიდგომის ამოსავალი პრინციპია ადგილობრივი მოსახლეობის, კერძო და სამოქალაქო აქტორებისა და ინდივიდუალური პირების სრულად მოცვა, მათ შორის ადგილობრივ დონეზე პარტნიორული ურთიერთობების ფორმირების ხელშეწყობა და ადგილობრივი რესურსების მეტად ეფექტური მიმართვა განვითარების ინიციატივებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიურ და ენთუზიაზმით აღსავსე წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, სსო-ებს, მოქალაქეებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა საინიციატივო ჯგუფებს და სხვა მნიშვნელოვან ადგილობრივ მოთამაშეებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში და გახდნენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები.

LAG-ისა და პროექტის გუნდის მიერ ერთობლივად ჩატარებული რეგიონული კვლევის, ასევე თემის სხვა წევრებისგან მიღებული არსებითი უკუკავშირის საფუძველზე, LAG-ის წევრები განსაზღვრავენ სოფლის განვითარების სტრატეგიას. სტრატეგიის შემუშავების შემდეგ, ისინი აცხადებენ კონკურსს ადგილობრივი მოსახლეობისგან წინადადებების მისაღებად და გასცემენ მცირე გრანტებს სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში პროექტების განსახორციელებლად. მთლიანი პროცესი გამჭვირვალე და ღიაა წყალტუბოს ნებისმიერი მკვიდრისთვის.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფებისთვის შესაძლებლობების განვითარების კომპონენტს, რათა წარმატებით მოხდეს ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა და უზრუნველყოფილ იქნას პროექტის შედეგების მდგრადობა. თუკი გავითვალისწინებთ LEADER-მიდგომის დანერგვის მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნების ხანგრძლივ ისტორიასა და მდიდარ გამოცდილებას, ასევე ყაზბეგისა და ახალქალაქის LAG ჯგუფების გამოცდილებას, აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს აქტიური პირების მიერ სოციალური ქსელების მობილიზებას, საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერებას და ეკონომიკის განვითარებას. ინდივიდუალური პროექტების მცირე გრანტებით მხარდაჭერა შესაძლოა გახდეს მისაბაძი ეფექტური მოდელი. ქსელების ფორმირება ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას მოშორებულ ადგილებში.

განმახორციელებელი: People in Need

პარტნიორი: ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

Autor: Ramaz Chichinadze, Communication Officer

მსგავსი სტატიები