PIN-მა და GALAG-მა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

გამოქვეყნებული 6 ივლ. 2021 წასაკითხი დრო 1 წუთი
PIN-მა და GALAG-მა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
© Foto: People in Need

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციასთან (GALAG), რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას LEADER მიდგომის დანერგვისა და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

"საამაყოა, რომ მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ, PIN-მა და  GALAG–მა საერთო მიზნისკენ სვლას ოფიციალური სახე მისცეს. ჩვენ მიერ ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში LEADER-ის დანერგვის მიმართ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას, ასევე PIN–ის მზადყოფნას ხელი შეუწყოს GALAG–ის ორგანიზაციულ განვითარებას და იმ მნიშვნელოვანი საქმის წარმოჩენას, რასაც ის აკეთებს. ადგილობრივი განვითარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ორივე მხარეს მტკიცედ სწამს, რომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ქმნის ეფექტურ პლატფორმას მონაწილეობითი გადაწყვეტილებების მისაღებად, ასევე კერძო სექტორსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად." განაცხადა „ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა დიონ ბატერსბიმ.

ნინო ტიკურიშვილმა, საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის (GALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას:

"სასიხარულოა, რომ ვაგრძელებთ „ფიფლ ინ ნიდ“- თან თანამშრომლობას GALAG– ისთვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში. მოუთმენლად ველით უახლოეს მომავალში PIN-თან ერთობლივი საქმიანობის დაწყებას."


Autor: People in Need