"პინ-ის მხარდაჭერამ ნათელი მომავლის იმედი გაგვიჩინა," თამარ მიქაუტაძე

გამოქვეყნებული 21 ნოე. 2018 წასაკითხი დრო 2 წუთი
ენპარდი
© Foto: რამაზი ჭიჭინაძე

სოციალური საწარმო შპს „აგროდილერი" დაარსდა 2010 წელს, რომელიც დაფუძნდა: ფონდი „აფხაზინტერკონტის" მიერ.

ფონდის მისიიდან გამომდინარე: „ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოში მცირე მეწარმეობის და ფერმერული მეურნეობის მდგრად განვითარებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეჭირვებულ მოსახლეობის სოციალური და ეკონიმიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მარგინალური ჯგუფების ინტერესების დაცვას".


ფონდ „აფხაზინტერკონტმა" სოციალურ საწარმო „აგროდილერთან" ერთად მოიპოვა ტრენინგებზე დასწრების უფლება და მიიღო მონაწილეობა ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში"-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში; წარადგინა საპროექტო განაცხადი - „მარწყვის სასათბურე მეურნეობა", რომლის იდეაც მოწონებული და დაფინანსებული იქნა ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" -ს მიერ.

წარდგენილი პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სოციალური საწარმო „აგროდილერის" ტექნიკურად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით გაძლიერება, რამაც საშუალება მოგვცა მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი არა მარტო დაგვესაქმებინა, არამედ მიგვეცა საჭირო განათლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ბიოსასუქებით ეკოლოგიურად სუფთა პრდუქციის მოყვანასა და პოპულარიზაციას;

პინ-ის მხარდაჭერამ სოციალურ საწარმოს გაუჩინა იმედი და მოტივაცია

გახადოს მისი საქმიანობა უფრო ეფექტური და ქმედითუნარიანი, არ იყოს სრულად დამოკიდებული მხოლოდ დონორის დაფინანსებაზე. სოციალური საწარმო „აგროდილერის" გაძლიერება და განვითარება იქნება ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო/სამეურნეო პროდუქციის წარმოების პოპულარიზაციის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების და მათი საზოგადოებაში სოციალურ-ეკონონომიკური ინტეგრაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ფონდი „აფხაზინტერკონტი" მუდმივად სიახლეების ძიებაშია და მისი მთავარი მოტივაციაა ხელი შეუწყოს მოწყვლადი ფენების სოციალურ - ეკონომიკურ გაძლიერებას, მათი როგორც თეორიული განათლებით, ასევე შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიწოდებით.

სოციალური მეწარმეობა კი სწორედ ის გზაა ჩვეულებრივი ბიზნესისაგან განსხვავებით, რომლის ამოცანაც არის მოგების მიღება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა საერთო პრობლემების გადაწყვეტას შეუწყოს ხელი, რის გამოც მეწარმეობის ეს სახე საინტერესო გახდა ორგანიზაციისათვის.

სოციალური საწარმო „აგროდილერის" სოციალური მეწარმეობის მიმართულებად შერჩეული იქნა სოფლის/მეურნეობის სფერო, ხოლო პროდუქციად ბაზარზე მოთხოვნადი ბოსტნეული (ცერეცო, კიტრი და პომიდორი) და კენკროვანი კულტურების (მარწყვის ახალი ჯიშები) თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება სასათბურე მეურნეობაში.

„აგროდილერს" გააჩნდა მცირე მიწის ნაკვეთი, რომელზეც ეწეოდა ბოსტნეული კულტურების სეზონურად მოვლა-მოყვანა რეალიზაციას, ჰყავდა სოციალურ მეწარმეობაში გადამზადებული აგრო და აგრობიზნეს სპეციალისტები, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, სჭირდებოდა დამატებითი კვალიფიციური განათლება და ფინანსური რესურსი რაც პინ-ის მხარდაჭერით მიიღო.

Autor: რამაზი ჭიჭინაძე

მსგავსი სტატიები