„ფიფ ინ ნიდ“-ის ინკლუზიური მხარდაჭერის პროექტი COVID-19-ის საპასუხოდ

გამოქვეყნებული 8 მაი. 2020 წასაკითხი დრო 1 წუთი
„ფიფ ინ ნიდ“-ის ინკლუზიური მხარდაჭერის პროექტი COVID-19-ის საპასუხოდ
© Foto: Ramaz Chichinadze

COVID-19 პანდემიის ფონზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე რეაგირების მიზნით, ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“ SlovakAid– ის მხარდაჭერით ახალი პროექტი წამოიწყო.

2020 წლის 6 მაისს, „ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოს მისიის დირექტორმა დიონ ბატერსბიმ და სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენელმა ზუზანა პალოსოვამ ერთობლივად გადასცეს სამედიცინო დამცავი აღჭურვილობა (PPE) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს COVID-19–ის გავრცელების პრევენციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია პანდემიის დროს ვირუსის გავრცელების რისკი იქ მცხოვრებ ბენეფიციარებსა და პერსონალს შორის. PIN–თან კოორდინაციით, ATIP სააგენტო დამცავ აღჭურვილობას გადასცემს ძევრში, დუშეთსა და მარტყოფში მოქმედი 3 სახელმწიფო დაწესებულების 178 ბენეფიციარსა და 182 თანამშრომელს.

დამცავი აღჭურვილობის მიწოდება აუცილებელია არა მხოლოდ COVID-19–ის საპასუხოდ ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული ზომების გასაძლიერებლად, არამედ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არავინ რჩება ყურადღების მიღმა. აღნიშნული პროექტის საშუალებით, „ფიფლ ინ ნიდ“ წვლილს შეიტანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მარგინალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა საჭიროებები, ხშირ შემთხვევაში, უხილავი რჩება.

SlovakAid–ის დონაცია საშუალებას გვაძლევს ხელი შევუწყოთ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქმიანობას, რომელიც ზრუნავს საქართველოში ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. ევროპული გამოცდილება მეტყველებს, რომ აღნიშნულ დაწესებულებათა მაცხოვრებლები Covid-19–ის მიმართ ყველაზე მეტად დაუცველნი არიან და ხაზს უსვამს მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მნიშვნელობას.
დიონ ბატერსბი, ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოს დირექტორი

დამცავი აღჭურვილობის მიწოდებით, PIN ჩაერთო საქართველოს მთავრობასთან ერთობლივ ინიციატივაში, რომელიც პანდემიის მართვისა და დაავადების პრევენციის მიმართ ინკლუზიურ რეაგირებას ითვალისწინებს.

დარჩით ჩვენთან დამატებითი სიახლეებისთვის!!
Autor: Ramaz Chichinadze, Communication Officer

მსგავსი სტატიები