კონკურსი სამოქალაქო ორგანიზაციების/ინიციატივების შესარჩევად

გამოქვეყნებული 9 ივნ. 2020 წასაკითხი დრო 3 წუთი
კონკურსი სამოქალაქო ორგანიზაციების/ინიციატივების შესარჩევად
© Foto: People in Need

თუ ხართ:

• ახალი სამოქალაქო ორგანიზაცია (რეგისტირებული გასული სამი წლის განმავლობაში), ან

• ადგილობრივი სათემო ჯგუფი, არაფორმალური სამოქალაქო ინიციატივა ან სოციალური მოძრაობა;

თუ თქვენ:

• ცდილობთ ხალხის მობილიზებას თქვენს თემში რათა გავლენა მოახდინოთ რეალურ სისტემურ ცვლილებებზე,

• წამოჭრით მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც შესაძლებელია ჯერ კიდევ არ არის გაგებული ან განხილული საზოგადოებაში,

• მზად ხართ დროის და ენერგიის ინვესტირება მოახდინოთ თქვენი ინიციატივის/ორგანიზაციის ან კამპანიის განვითარებაში.

ჩვენ შენ გეძებთ!

ჩვენი პროგრამით, შესაძლებლობა გექნებათ:

  • განავითაროთ სტრატეგია თქვენი ინიციატივის / ორგანიზაციის / კამპანიისათვის,
  • მონაწილეობა მიიღოთ ტრენინგებში, ისარგებლოთ ქოუჩინგის, მენტორობის პროგრამებით, კონსულტაციებით, სასწავლო ვიზიტებითა და სტიპენდიებით,
  • ჩამოაყალიბოთ ან განავითაროთ კავშირები თქვენს მხარდამჭერებთან და მოხალისეებთან,
  • მიიღოთ მხარდაჭერა კვლევის განხორციელებაში და თემატური ექსპერტიზის ჩამოყალიბებაში,
  • ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგში ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე,
  • ქსელურად იმუშავოთ თქვენს მსგავს ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან საქართველოში და საზღვრებს გარეთ,
  • გაარკვიოთ რატომ და როგორ ითანამშრომლოთ კერძო სექტორთან,
  • მოიპოვოთ დაფინანსება თქვენი კამპანიის ან ორგანიზაციის შიდა განვითარებისათვის,
  • - სცადოთ დაფინანსების სხვა ვარიანტები, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს სტრატეგიას,
  • აღმოაჩინოთ და შეისწავლოთ რესურსების თვითორგანიზებისა და მართვის ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გზები.

ვინ ვართ ჩვენ?

„სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ არის რეგიონული პროექტი, რომელსაც ჩეხური არაკომერციული ორგანზიაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ი ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით.
თავად ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ ჰუმანიტარული სათემო საქმიანობა 1992 წელს დაიწყო, ომის კორესპონდენტთა მცირე ჯგუფის მიერ, რომელთაც აღარ აკმაყოფილებდათ არსებული კრიზისებისა და კონფლიქტების გაშუქება და სიტუაციის შეცვლა სურდათ. ჩვენი თანადამფუძნებელი და ამჟამინდელი დირექტორი შიმონ პანეკი ხავერდოვანი რევოლუციის დროს აქტივისტი სტუდენტი იყო. სწორედ იმ პერიოდში აღმოცენებული შემოქმედებითი ენერგია, სამოქალაქო მობილიზაცია და სოციალური პასუხისმგებლობა იქცა მამოძრავებელ ძალად იმისა, თუ ვინ ვართ დღეს.
შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესოა თანამოაზრე სამოქალაქო აქტორები, რომლებიც ემსახურებიან მოსახლეობის საჭიროებების წარმოჩენას, ცდილობენ რეალური სისტემური ცვლილებების განხორციელებას და წინა პლანზე იმ მნიშვნელოვანი, ახალი საკითხების წამოწევას, რომლებიც საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილი, ან განხილვადია. ჩვენ პატივს ვცემთ აღნიშნული ჯგუფების მრავალფეროვნებას და არ მოვითხოვთ მათგან ჩვენს მსგავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციად ჩამოყალიბების სტანდარტული გზის გავლას. მეორეს მხრივ, ჩვენ გვწამს,რომ შეგვიძლია ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლოთ და შევიძინოთ
.

უფრო მეტი ინფორმაცია მათზე ვისაც ვეძებთ

ჩვენი მიზანია 7 მონაწილის შერჩევა საქართველოში, პროექტის განხორციელების პირველ წელს.

მონაწილეები შესაძლებელია აქტიურები იყვნენ შემდეგ სფეროებში (მაგრამ არამხოლოდ):

  • თემის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
  • საჯარო სერვისების ხარისხი
  • კლიმატის ცვლილება და გარემო
  • ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობები
  • საზოგადოებრივი სივრცეები
  • შრომითი უფლებები და სამუშაო პირობები
  • სოციალური ინკლუზია, მარგინალიზებული ჯგუფების უფლებები
  • COVID-19-ზე რეაგირება
  • სამოქალაქო / სოციალური / ადამიანის უფლებების სხვა თემები.
  • განსაკუთრებით დავუჭერთ მხარს განმცხადებლებს ისეთი ორგანიზაციებიდან და საინიციატივო ჯგუფებიდან, რომლებსაც ძირითადი საქმიანობები აქვთ რეგიონებში, დედაქალაქიდან მოშორებით.

ჩვენ არ მივიღებთ განაცხადებს რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციებიდან.

აპლიკაციები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 


ძირითადი ვადები
  • აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადა: 28 ივნისი, 23:30 საათი, ელექტრონული ფოსტა: Georgia-CSA@peopleinneed.cz
  • საინფორმაციო სესია: 16 ივნისი, 15:00 საათი, ზუმის პლატფორმის გამოყენებით 

შეხვედრის საიდენტიფიკაციო ნომერი / Meeting ID: 942 1117 0654

შეხვედრის პაროლი / Password: 5VTPDA

  • გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი კითხვები კონკურსის შესახებ 25 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: Georgia-CSA@peopleinneed.cz;
  • ინტერვიუ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან: გაიმართება ეტაპობრივად.
  • შედეგების გამოქვეყნება: 17 ივლისამდე შემდეგ ვებ გვერდზე - http://www.pin.ge/
  • სამიზნე ორგანიზაციების შერჩევის შემდეგ დაგეგმილია:
  • პროექტის დაწყების სამუშაო შეხვედრა შერჩეული კანდიდატებისათვის.
  • ორგანიზაციების შესაძლებლობების შეფასება და სტრატეგიული განვითარება,
  • შესაძლებლობების განვითარება და სტრატეგიასთან დაკავშირებული დაფინანსების შესაძლებლობები.

თუ გსურთ მონაწილეობა, გთხოვთ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე Georgia-CSA@peopleinneed.cz ქართულ ან ინგლისურ ენაზე! 

Autor: Ramaz Chichinadze, Communication Officer

მსგავსი სტატიები