შესაძლებლობების განვითარების პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისათვის, როგორც ცვლილების ინიციატორებისთვის

თემა: ტექნიკური დავალება (ToR) ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის შესარჩევად და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის ონლაინ ვორქშოპების ჩასატარებლად
ორგანიზაცია: ფიფლ ინ ნიდ (PIN)
პროექტი: სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში
თარიღი: 22/02/21
შესაძლებლობების განვითარების პირველი ეტაპის ბოლო ვადაა: 1/03/21
ვინაიდან პროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობების განვითარების შემდგომი ეტაპების ჩატარებას, ToR იქნება ღია, წინადადებების განხილვა კი მოხდება განაცხადების შემოსვლის თანმიმდევრულობის მიხედვით.



პროექტის შესახებ

მოცემული აქტივობა წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ნაწილს, რომელსაც ახორციელებს ორგანზაცია „ფიფლ ინ ნიდ“. პროექტი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს, რომლებიც ემსახურებიან მოსახლეობის საჭიროებების წარმოჩენას, რეალური სისტემური ცვლილებების გატარებასა და წინა პლანზე ახალი, მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევას, რომლებიც არ არის ცნობილი და საზოგადოებაში ფართოდ განხილვადი. ვაღიარებთ რა სამოქალაქო აქტორების მრავალფეროვნებას, მონაწილეებისგან არ ვითხოვთ ფორმალურ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციად ჩამოყალიბებასა და ამ მხრივ, სტანდარტული გზის გავლას. ამავდროულად, გვჯერა, რომ გამოცდილების გაზიარებით, შეგვიძლია ერთმანეთისგან მრავალი ღირებული რამ ვისწავლოთ.

თითოეულ სამიზნე ქვეყანაში, პროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების 8 აქტორის შერჩევასა და მათ დახმარებას შემდეგი მიმართულებებით: ცვლილებისადმი ხედვის ჩამოყალიბება, კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ცვლილების განხორციელება; ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება, გეგმის განსახორციელებლად საჭირო რესურსების მოპოვება. მონაწილეთა ჩართულობითა და მათი საჭიროებების გათვალისწინებით PIN-ის მიერ შემუშავებული პროგრამები ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მიერ წარმოდგენილი ინიციატივების შემდგომ განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევას.

პროექტი მოიცავს ინიციატივებს მრავალფეროვან თემებზე, მათ შორის, საზოგადოების განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, სოციალურ ინკლუზიასა და ქალთა უფლებებზე.

ძირითადი დავალება

„ფიფლ ინ ნიდ“ იწვევს კვალიფიციურ ტრენერ(ებ)ს/ექსპერტ(ებ)ს შესაძლებლობების ამაღლების ქვემოთ აღწერილი მოდულების ჩასატარებლად რვა ახალბედა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის. კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადი წარმოადგინონ ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ საკითხზე ან ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე. უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებიც თემას განიხილავენ პრაქტიკული, მონაწილეობითი ვორქშოპის სახით.

შესაძლებლობების განვითარების გეგმა შესაძლოა შეიცვალოს მონაწილეთა საჭიროებებისა და დაფინანსების გათვალისწინებით.

  • თემის ჩართულობა (2 დღე): თემის მიმართ ანგარიშვალდებულების ამაღლება (ჯგუფები, რომლებსაც ემსახურება საზოგადოებრივი ორგანიზაცია და პირები, რომლებიც მხარს უჭერენ მას); როგორ მოვიპოვოთ თემის ნდობა; დახმარება სტრატეგიის შემუშავებასა და თემის აქტიურად ჩართვაში;
  • სტრატეგიული კომუნიკაცია (2 დღე): როგორ მივიტანოთ გზავნილი სოციალური პრობლემის /საკითხის შესახებ ფართო საზოგადოებამდე, მოვარგოთ იგი სხვადასხვა ტიპის აუდიტორიას, ვუზრუნველვყოთ საკითხის გაშუქება მედიის მიერ, მივცეთ თემს აზრის გამოხატვის, ხმის გაჟღერების შესაძლებლობა, დავაყენოთ სენსიტიური საკითხები (მაგ. მარგინალიზაცია, გენდერი), დავამყაროთ ურთიერთობა გარე დაინტერესებულ მხარეებთან;
  • სოციალური მედია სსო-ებისთვის (1 დღე): რატომ და როგორ გამოვიყენოთ ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმები.
  • შიდა მმართველობა და გუნდურობა (2 დღე): როგორ უნდა მოხდეს როლებისა და ფუნქციების გადანაწილება, გუნდის შიგნით უთანხმოების გადაჭრა; რატომ და როგორ უნდა მოხდეს შიდა წესებისა და პროცედურების, გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციისა და ანგარიშვალდებულების სისტემების დანერგვა; არაფორმალური ან ახლად ფორმირებული ჯგუფებისთვის კარგი პრაქტიკის დანერგვა.
  • ფონდების მოძიება (1 დღე): დაფინანსების ტრადიციული და ალტერნატიული წყაროები, ფულადი სახსრების მოძიების წარმატებული მექანიზმები, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია; რესურსების მობილიზაციისთვის გარე კომუნიკაცია, კავშირების დამყარება და პოზიციონირება.
  • წინადადების შემუშავება (1 დღე): დონორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილობრივ ორგანიზაციებს მცირე გრანტებით; პრობლემის ჩამოყალიბება და წინადადების შემუშავება.
  • ქრაუდფანდინგი (1 დღე): როგორ მოვიზიდოთ მცირე დონორები და შევინარჩუნოთ მათი ნდობა, რომელი პლატფორმები გამოვიყენოთ, როგორ მოვახდინოთ ანგარიშგება, რა წესები დავიცვათ.
  • სტრატეგიული პარტნიორობა (1 დღე): როგორ მოვიძიოთ მსგავსი ხედვის მქონე სხვა აქტორები და დავამყაროთ მათთან პარტნიორული ურთიერთობა.
  • სამოქალაქო საზოგადოების ქსელები და პარტნიორობა (1 დღე): სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა; მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი.
  • სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა კერძო სექტორთან (1 დღე): სარგებელი და რისკები; რა შეიძლება გვქონდეს საერთო - პარტნიორობის შესაძლებლობები; საუკეთესო პრაქტიკა
  • პოლიტიკური დიალოგი და ადვოკატირება (2 დღე): როგორ უნდა მოხდეს შესაბამისი საზოგადოებრივი აქტორების იდენტიფიცირება; განსაზღვრა, თუ რა პოზიციის დაკავება არის ხელსაყრელი; საკითხის შესწავლა და ჩამოყალიბება; ბერკეტების მოძიება; გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ჩართვა პოლიტიკური დიალოგის მექანიზმების გამოყენებით ან პირისპირ (ადგილობრივ დონეზე ფოკუსირება).
  • ზემოთ ჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებით ქოუჩინგი, მენტორინგი და პრაქტიკული კონსულტაცია.

ვორქშოპების ჩატარება შესაძლებელია განხორციელდეს ქართულ ენაზე.

მითითებული თემები ემყარება შესაძლებლობების განვითარების კონკრეტულ საჭიროებებს, რომლებიც გამოვლინდა სამიზნე სსო-ების მიერ ორგანიზაციული შესაძლებლობების თვითშეფასებისა და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში. ვორქშოპების დაწყებამდე, ტრენერს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს სსო-ების წარმომადგენლებს, რათა უკეთ შეისწავლოს, რა წარმოადგენს მათი ინტერესის სფეროს.

თითოეული ვორქშოპის ხანგრძლივობა განსაზღვრულია სამუშაო დღეების მიხედვით (1 დღე = 8 საათი). ონლაინ ფორმატში, საჭიროა მოხდეს სამუშაო დღის დაყოფა რამდენიმე მოკლე სესიად. ვორქშოპისთვის მოსამზადებლად, დამატებით გათვალისწინებულია ვორქშოპის დაგეგმილი დროის 50% (მაგ: 2-დღიანი სემინარისთვის, 1 დღე მოსამზადებლად). საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგის შევსება შესაძლებელია მოხდეს შესაძლებლობების განვითარების დამატებითი აქტივობებით, როგორიცაა ქოუჩინგი, მენტორინგი და პრაქტიკული კონსულტაცია (წარმოდგენილი ცალკე ბიუჯეტის სახით).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

მოვალეობები:

ექსპერტი/ექსპერტთა ჯგუფი ვალდებულია:

  • მოამზადოს ვორქშოპი ზემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე თემატიკაზე. ვორქშოპი დაეხმარება მონაწილეებს საკითხის უკეთ შესწავლაში. პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, მონაწილეები დაინახავენ, თუ როგორ არის შესაძლებელი შესწავლილი საკითხების დანერგვა უშუალოდ მათ საქმიანობაში;
  • ჩაატაროს მოდული მონაწილეთა საჭიროებების შესაბამისად, PIN პროექტის გუნდთან კოორდინაციით;
  • უზრუნველყოს განსაზღვრულ ვადებში დაგეგმილი ამოცანების მიღწევა;
  • დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შესაბამისი ინფორმაციის, ლიტერატურული რესურსების იდენტიფიცირებაში (საჭიროების შემთხვევაში)
  • დამატებითი კონსულტაციები გაუწიოს მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (საჭიროების შემთხვევაში).

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

მისაღწევი შედეგები

  • შესაძლებლობების განვითარების მოდულის მოკლე აღწერა;
  • ვორქშოპის დღის წესრიგი;
  • დამხმარე მასალები (მათ შორის, პრეზენტაციები, სამუშაო ფორმები);
  • ტრენინგების ფოტოები/სკრინშოტები
  • მონაწილეთა სია 
რეკომენდაციების შეჯამება

ორგანიზაციული ასპექტები

ტრენერ(ებ)ი/ესპერტ(ებ)ი/ტრენერთა ჯგუფი საქმიანობას წარმართავს PIN-ის ადგილობრივი კოორდინატორის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ.

საჭირო კვალიფიკაცია და ექსპერტული გამოცდილება

  • მონაწილეობითი, პრაქტიკული ვორქშოპების ჩატარების გამოცდილება, რომლებიც ორიენტირებულია უნარების განვითარებაზე და არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემაზე;
  • ონლაინ ვორქშოპების, ტრენინგებისა და აქტივობების გამართვის გამოცდილება; ონლაინ გარემოსთან, დისტანციურ სწავლებასა და ურთიერთობებთან დაკავშირებული სპეციფიკის ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება ქოუჩინგის, მენტორინგისა და ინდივიდუალური კონსულტაციების მიმართულებით;
  • საქართველოში არსებული სამოქალაქო საზოგადოების კონტექსტის ცოდნა; უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სამოქალაქო აქტივიზმის, სამოქალაქო მონაწილეობის კუთხით;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი, პროცესის ფარგლებში ახალი ცოდნის შეძენის სურვილი;
  • განსაზღვრული ვადების დაცვით დავალებების შესრულების უნარი;
  • მოტივაცია, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვა;
  • ქართული (თავისუფლად), ინგლისური (სამუშაო დონეზე) და რუსული (სასურველია) ენების თავისუფლად ფლობა.

განაცხადის შეტანა

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადი შემოიტანონ ერთ-ერთ სასწავლო თემაზე ან ერთდროულად რამდენიმე მათგანზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. სასწავლო პროგრამების კონცეფცია, რომლებშიც დეტალურად იქნება აღწერილი სასწავლო თემები, ასევე პირისპირ ან ონლაინ რეჟიმში სწავლების პროცესის ყველა ეტაპი. ინსტრუმენტები, რომლებიც იქნება გამოყენებული პროცესის მონაწილეობითი ხასიათის უზრუნველსაყოფად, მონაწილეების საჭიროებების გასათვალისწინებლად;

2. CV (CV-ში ნათლად უნდა იყოს აღწერილი ტრენერების გამოცდილება იმ სფეროში, რომელსაც ეხება ტრენინგი)

3. ხელმისაწვდომობა (კონკრეტულ თარიღებში) 2021 წლის მარტის, აპრილის და მაისის თვეებში (ზოგიერთი მოდული ასევე გათვალისწინებული ივნისი-დეკემბრისთვის)

4. იურიდიული პირის შემთხვევაში, გთხოვთ თან დაურთოთ თქვენი ორგანიზაციის ან კომპანიის პროფილი, ასევე იმ ტრენერ(ებ)ის/ექსპერტ(ებ)ის პროფილები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურების გაწევას, მათ შორის CV, გამოცემული ნამუშევრები.

5. 2 რეკომენდაცია მსგავს თემებზე ჩატარებულ ტრენინგებთან დაკავშირებით.

ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის ანაზღაურება შეადგენს 150 ევროს 1 სამუშაო დღისთვის (მომზადებისა და ტრენინგის ჩათვლით).

გადაწყვეტილების მიღების პროცესი:

განაცხადების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • ტრენერის გამოცდილება შესაბამის სფეროში
  • ამოცანების/შემოთავაზებული პროგრამის მოკლე შეჯამება

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: Georgia-CSA@peopleinneed.cz. გთხოვთ ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ: შესაძლებლობების განვითარება - RCSA.

განაცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 2021 წლის 1 მარტი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანა თანაბრად შეუძლიათ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს