გაიცანით დიონ ბატერსბი, "ფიფლ ინ ნიდ" საქართველოს მისიის ახალი დირექტორი

გამოქვეყნებული 26 ივლ. 2019 წასაკითხი დრო 1 წუთი
გაიცანით დიონ ბატერსბი,
© Foto: Ramaz Chochinadze

მოხარული ვართ მივესალმოთ ქ-ნ დიონ ბატერსბის, PIN-ის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელს და ამავდროულად, საუკეთესო სურვილებით ვაცილებთ მის წინამორბედს, ბ-ნ ონდრეი ნადვორნიკს, რომელიც საქმიანობას PIN-ის სათაო ოფისში, პრაღაში გააგრძელებს.

საზოგადოებრივ ინსტიტუტებში 12-წლიანი მოღვაწეობის შედეგად, ქ-ნი დიონის მიერ დაგროვილი გამოცდილება მართლაც შთამბეჭდავია, მოიცავს რა საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტებში:

  • კატასტროფების რისკების მართვას
  • ორგანიზაციულ განვითარებას
  • ფონდების მოძიების
  • ხარისხის უზრუნველყოფასა
  • და საერთაშორისო ინსტიტუტებთან კოორდინირებას

მისიის ხელმძღვანელის როლში, ქ-ნი დიონი პასუხისმგებელი იქნება სტრატეგიული მართვის საკითხებზე. იგი უზრუნველყოფს ორგანიზაციის ღირებულებებთან, პოლიტიკასთან, ისევე როგორც PIN-ის ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიასთან შესაბამისობას. ქ-ნი დიონი პასუხისმგებელი იქნება რისკების მართვაზე და პროგრამების ხარისხზე.

ამავდროულად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვემშვიდობებით მის წინამორბედს, ბ-ნ ონდრეი ნადვორნიკს, რომელმაც, საქართველოს მისიაში 1.5 წლიანი ნაყოფიერი საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის განვითარებაში. ვუსურვებთ მას წარმატებას საინტერესო გამოწვევებით აღსავსე კარიერაში და უსაზღვრო ბედნიერებას პირად ცხოვრებაში.

Autor: Ramaz Chichinadze, Communication Officer