
Georgia
ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ" საქართველოში ფუნქციონირება 2006 წელს, საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოსახლეობის რეინტეგრაციის ხელშეწყობით დაიწყო. დღესღეობით, საქმიანობის დაწყებიდან 14 წლის თავზე, PIN-ის მისია საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ამოსავალ პრინციპს კვლავ წარმოადგენს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების უზრუნველყოფა უფლებით თავისუფლად განკარგონ საკუთარი სიცოცხლე.
საქართველოში PIN-ის საქმიანობის მთავარი მიზანია სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევა, განსაკუთრებით სოფლად, შემდეგი მიდგომების გამოყენებით:
- ღარიბი მოსახლეობის მიერ ეკონომიკური ზრდიდან სარგებლის მაქსიმალურად მიღება (სოფლის მეურნეობის განვითარება)
- მოსახლეობის, ორგანიზაციებისა და ქსელების შესაძლებლობების გაძლიერება, მათ მიერ ცვლილებების ადვოკატირებისა და შემდგომი დანერგვის მიზნით (სამოქალაქო საზოგადოების განვითარება)
- საზოგადოების უკიდურესად ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, რომლებიც დარჩენილნი არიან პროცესებს მიღმა (სოციალური დაცვა და ინტეგრაცია).
დღესდღეობით, PIN-ი თავის საქმიანობას ახორციელებს თბილისის, ქუთაისის, არაგვის, წყალტუბოს, გორისა და ზუგდიდის მოქმედი ცენტრალური ოფისების საშუალებით და თანამშრომლობს 10-ზე მეტ ადგილობრივ პარტნიორულ ორგანიზაციასთან.
სრული ტექსტი
ნაკლები ტექსტი